About the Association

2002 წელს ქ.ბათუმში შეიკრიბა თანამოაზრეთა ჯგუფი ,რომლებმაც ჩამოაყალიბეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გიდების ასოციაცია.განვლილი 11 წლის განმავლობაში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ტურისტული სააგენტოების დახმარებით ასოციაციის მიერ მომზადდა გიდები სხვადასხვა ენაზე.

2012 წელს საინიციატივო ჯგუფის გადაწყვეტილებით ასოციაციამ გაიარა ოფიციალური რეგისტრაცია სახელმწიფო საჯარო რეესტრში და დაფუძნდა,როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გიდების ასოციაცია (საინდიფიკაციო კოდი:445405428).2013წლის 11მაისს აჭარის ა.რ.ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით აჭარის ა.რ. გიდების ასოციაციამ მოაწყო თავის საქმიანობის პრეზენტაცია.

ასოციაციის მიზნები და ამოცანები განსაზღვრულია მისი წესდებით,რომელიც ითვალისწინებს ექსკურსიამძღოლის პროფესიის პოპულარიზაციას,ახალი გიდების მომზადებას,მოქმედი გიდების გადამზადებას,ტურიზმის სექტორის განვითარების ინტერესების გათვალისწინებით საკანონმდებლო აქტების მომზადებაში მონაწილეობას,გიდების მომსახურების სტანდარტების შემუშავებას,ხარისხის დაცვის კონტროლს და ა.შ.

აჭარის ა.რ. გიდების ასოციაცია მთავარ საკითხად მიიჩნევს:

არსებული მწვავე დეფიციტის რეალობიდან გამომდინარე დაინერგოს-ქართულენოვანი, ,რუსულენოვანი , ინგლისურენოვანი და თურქულენოვანი ლოკალური გიდების მომზადების მოკლევადიანი კურსები ,კურსების გავლის შემდეგ ჩატარდება გამოცდა და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.აუცილებლობა მოითხოვს ქ.ბათუმში გაიხსნას გიდების მუდმივმოქმედი სკოლა,სადაც ასოციაციის მიერ მოხდება გიდების მომზადება და გადამზადება.ასოციაცია წარმოადგენს პროექტს ე.წ. "მოხალისე გიდები", რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია მომზადდეს მოხალისე გიდები საჯარო სკოლების მე-9,მე-10,მე-11 და მე-12კლასების ბაზაზე.

 

ჩვენ გთავაზობთ

ამინდი

ვალუტის კურსი

შემოგვიერთდით

TOP.GE